თანამდებობიდან საგარეო კურსთან შეუთავსებლობის, მათ შორის პრემიერის სომხეთში გაკეთებულ განცხადების გამო წამოვედი, - ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ ვაშაკიძემ განუცხადა. მისი თქმით, ეს მისთვის პრინციპული საკითხია.
"თანამდებობიდან წასვლის მიზეზი გახდა შეუთავსებლობა საქართველოს დღევანდელ საგარეო კურსსა და სტილთან დაკავშირებით. ჯერჯერობით ცოტა მინდა დავისვენო, ძალიან დაძაბულ რეჟიმში მომიწია მუშაობა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში და შემდეგ გადავწყვეტ სად გავგრძელო მუშაობა", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ვაშაკიძემ და განმარტა, რომ მისი თანამდების დატოვების მიზეზი მათ შორის, პრემიერის სომხეთში გაკეთებულ განცხადებასაც უკავშირდება.
შეგახსენებთ, რომ ვაშკიძე 2010 - დღემდე იყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე;2009-2010 საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე; 2009-2009 რუსეთის კვლევების ქართული ინსტიტუტი - დირექტორი; 2008-2009 საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია - დირექტორი; 2007-2008
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე;2004-2007
საქართველოს ნავთობის და გაზის კორპორაციის დირექტორი;2000-2004
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე;1998-2000
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სამხედრო-პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორი;1997-1998 საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სამხედრო-პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე;1997 საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სამხედრო-პოლიტიკური დეპარტამენტის სამხედრო თანამშრომლობის სამმართველოს უფროსი;1996-1997 საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების ეპარტამენტის ევროკავშირის სამმართველოს III მდივანი;1998-2003 საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, პროფესორი; 1991-1993 საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ასოცირებული პროფესორი;1988-1989 საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ინჟინერი; 1987-1988
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სტაჟიორ-მკვლევარი;
2002 საერთაშორისო ურთიერთობათა მაგისტრი;1997ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი;1995სახელმწიფო მართვის მაგისტრი;1992ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი;