,,სტრასბურგში შეშფოთებული პრეზიდენტის გამოსვლა იყო", -განაცხადა ჟურნალისტებთან ,,ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა აკაკი ბობოხიძემ პრეზიდენტის სტრასბურგში გამოსვლის კომენტირებისას და აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილი შეშფოთებულია ქვეყანაში მიმდინარე პროცესების გამო.
,,სტრასბურგში ეს იყო პრეზიდენტის გამოსვლა, რომელიც შეშფოთებულია იმ პოლიტიკური მესიჯებით, რომელსაც დღევანდელი მთავრობა არ ვიცი ვის გასაგონად, მაგრამ ავრცელებს. მინდა გითხრათ, არ ვიცი ვისზეა გათვლილი ეს პოლიტიკური მესიჯები, მაგრამ პოლიტიკურ მესიჯებს ყველა დაინტერესებული პირი ისმენს", _განაცხადა ბობოხიძემ და აღნიშნა, რომ მთავრობის მიერ გაკეთებული გზავნილებიდან არ ჩანს გააგრძელებს თუ არა ქვეყანა დასავლურ კურსს.
"დღევანდელი მესიჯები და გზავნილები, რომელიც ხელისუფლების მიერაა გადადგმული, მათ მიერ დეკლარირებული დასავლური პოლიტიკური კურსის მიუხედავად არ შეცავს ქართველი ხალხისთვის დამაიმედებელ ინფორმაციას, რომ საქართველო ნამდვილად აპირებს გააგრძელოს გზა დასავლეთისკენ", _ განაცხადა ჟურნალისტებთან აკაკი ბობოხიძემ.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტი სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო სესიაზე სიტყვით გამოვიდა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ისაუბრა.