ჩვენი გუნდის სურვილია, პოლიციელი გახდეს სამაგალითო მოქალაქე, - ამის შესახებ ჟურნალისტებს შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პოლიციელთა ეთიკის კოდექსის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ განუცხადა და აღნიშნა, რომ კოდექსში შესული ნორმების ერთობლიობა ქმნის შესაძლებლობას, რომ სისტემა გაჯანსაღდეს. მისივე განმარტებით, კოდექსში მთავარი აქცენტი ქართული საზოგადოებისთვის ამ დრომდე ყველაზე სენსიტიურ თემაზე - ადამიანის უფლებებზეა გაკეთებული.
"სამწუხაროდ, რეფორმა რომელიც წინა ხელისუფლებამ 2004 წელს დაიწყო, არ იყო ბოლომდე მიყვანილი და დასრულებული. ჩემი დავალებით, რეფორმებისა და განვითარების ახლად შექმნილმა სააგენტომ შეიმუშავა 2013 წლის განვითარების სტარატეგია, რომელიც მოიცავს მთელ რიგ რეფორმებს სამინისტროსთვის. ეთიკის კოდექსის შემუშავება და პრეზენტაციაც იმის დადასტურებაა, რომ ჩვენ არ ვჩერდებით, ესაა კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი. ჩვენი გუნდის სურვილია, პოლიციელი გახდეს სამაგალითო მოქალაქე", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
საქართველოს პოლიციის ახალი ეთიკის კოდექსის პრეზენტაცია სასტუმრო "რედიოსნში" დღეს გაიმართა.