,,პარლამენტის ქუთაისში გადატანა საკანონმდებლო ორგანოს დაკნინების მიზნით გადადგმული ნაბიჯი იყო", -განაცხადა ჟურნალისტებთან ,,ქორთიარდD მარიოტში" მიმდინარე შეხვედრისას პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა.
,,პარლამენტის ქუთაისში გადატანა ეს იყო საკანონმდებლო ორგანოს დაკნინების მიზნით გადადგმული ნაბიჯი, რომელიც ერთი კაცი პოლიტიკური ახირება იყო. საკანონმდებლო ორგანოს ქუთაისში გადატანით პარლამენტის მუშაობას სერიოზულად ხელი ეშლება და ვფიქრობ, ეს ხარვეზი უნდა გამოსწორდეს. ქუთაისის ეკონომიკურ განვითარებას რაც შეეხება ამისთვის საჭიროა საქართველოს ხელისუფლებამ სულ სხვა მიმართულებით იმუშაოს, რათა ქუთაისში არ მოხდეს ეკონომიკური მაჩვენებლების შეჩერება, პირიქით უნდა განხორციელდეს ინვესტიციები და პროექტები, რომელიც რეგიონის განვითარებს შეუწყობს ხელს", _განაცხადა ძიძიგურმა.
შეგახსენებთ, რომ ,,ქორთაირდ მარიოტში" საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა მედიის წარმომადგენლებთან იმართება. შეხვედრაზე განიხილავენ პარლამენტში ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს. კერძოდ, კონსტიტუციიდან 42-ე პრიმა მუხლის ამოღების ინიციატივა, რომლის თანახმადაც, საკანონმდებლო ორგანოს ადგილმდებარეობად მხოლოდ ქალაქი ქუთაისია მინიშნებული. ასევე განიხილება პრეზიდენტისთვის მთავრობის ერთპიროვნულად დანიშვნის უფლებამოსილების გაუქმების ინიციატივა.
საკონსტიტუციო ცვლილეების საყოველთაო სახალხო განხილვის პროცესი ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ორგანიზებით ხორციელდება.