,,წარმოდგენილი საკონსტიტუციო ცვლილებები, გარკვეულწილად უკან დაბრუნების პროექტია", - განაცხადა ჟურნალისტებთან ,,ქორთიარდ მარიოტში" ' მიმდინარე შეხვედრისას ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სერო რატიანმა და აღნიშნა, რომ ,,ქართული ოცნება" ქვეყნის განვითარებას აფერხებს.
,,საკონსტიტუციო ცვლილებები რომელსაც გვთავაზობენ, გარკვეულწილად ეს არის უკან დაბრუნების პროექტი. ჩვენ ქვეყნის ვთავაზობდით პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალური განვითარების პროექტებს. პარლამენტი ქუთაისში ეს არის განვითარების პროექტი, ამის საწინააღმდეგოდ ჩვენ გვთავაზობენ არაფერს, უბრალოდ გვეუბნებიან, რომ გაჩერდით და ეს არის პრობლემა. ჩვენ ვამბობთ, რომ უნდა განვითარდეთ და ,,ქართული ოცნება' ჯერჯერობით არ გვთავაზობს არაფერს გარდა შეჩერებისა", _განაცხადა სერგო რატიანმა.
შეგახსენებთ, რომ ,,ქორთაირდ მარიოტში" საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვა მედიის წარმომადგენლებთან იმართება. შეხვედრაზე განიხილავენ პარლამენტში ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს. კერძოდ, კონსტიტუციიდან 42-ე პრიმა მუხლის ამოღების ინიციატივას, რომლის თანახმადაც, საკანონმდებლო ორგანოს ადგილმდებარეობად მხოლოდ ქალაქი ქუთაისია მინიშნებული. ასევე განიხილება პრეზიდენტისთვის მთავრობის ერთპიროვნულად დანიშვნის უფლებამოსილების გაუქმების ინიციატივა.
საკონსტიტუციო ცვლილეების საყოველთაო სახალხო განხილვის პროცესი ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ორგანიზებით ხორციელდება.