,,სტრასბურგში პრეზიდენტის გამოსვლა ძალიან მნიშვნელოვანი იყო", - განაცხადა ჟურნალისტებთან ,,ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო რატიანმა პრეზიდენტის გამოსვლის კომენტირებისას.
,,სტრასბურგში პრეზიდენტის გამოსვლა ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მნიშვნელოვანი იყო ჩვენი საგარეო პოლიტიკური კურსის მიმართულებით, თუ რა სულისკვეთებაა საქართველოში, როგორ უყურებს ქართული საზოგადოება ევროპას, რომ ის კვლავ რჩება ჩვენი ქვეყნის განვითარების ფაქტორად. მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერება, თუ რა ხდება, რა პროცესები მიმდინარეობს ქვეყანაში", _ განაცხადა ჟურნალისტებთან სერგო რატიანმა.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტი სტრასბურგში ევროსაბჭოს
საპარლამენტო სესიაზე სიტყვით გამოვიდა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებსა და საგარეო კურსის შესახებ ისაუბრა