,,სტრასბურგში ოპოზიციის ლიდერის გამოსვლა ვიხილეთ", - განაცხადა ჟურნალისტებთან პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა პრეზიდენტის გამოსვლის კომენტირებისას და აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი ქვეყანას დააზარალებს.
"ვფიქრობდი, რომ სტრასბურგში ჩენ ვიხილავდით პრეზიდენტის გამოსვლას, სამწუხაროდ ვიხილეთ ოპოზიციის ლიდერის გამოსვლა. თან ისეთი ოპოზიციის ლიდერის, რომელიც გაღიზიანებულია და მზად არის საერთაშორისო არენაზე გააგრძელოს ის კინკლაობა, რომელიც დაწყებულია საქართველოში. ეს ყველაფერი არ არის კარგი არც ჩვენი ქვეყნისთვის, არც პრეზიდენტის რეიტინგისთვის, მაგრამ რას ვიზამთ მოცემული რეალობა ასეთია", -განაცხადა ძიძიგურმა .
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტი სტრასბურში ევროსაბჭოს საპარლამენტო სესიაზე სიტყვით გამოვიდა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ისაუბრა.