ფინანსთა სამინისტროს ფასიანი ქაღალდების აუქციონზე თითოეული ბანკის მიერ აუქციონზე წარდგენილი საკუთარი განაცხადების ჯამური მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს გამოცხადებული ემისიის მოცულობის 75%-ს. აღნიშნული ცვლილება საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის ერთობლივ ბრძანებულებაში შევიდა. 2010 წლის 1-ელი თებერვლის ბრძანებულებით განსაზღვრული იყო, რომ თითოეული ბანკის მიერ წარმოდგენილი ყველა განაცხადის ჯამური მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს გამოცხადებული ემისიის მოცულობას.
მასალის გამოყენების პირობები