პარტია "ქართულმა ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ" რეგიონებში ადგილობრივი ორგანიზაციების დაფუძნება დაიწყო.
შიდა ქართლში დღეს კასპისა და ქარელის ორგანიზაციები დაფუძნდა. კასპის ორგანიზაციის ხელმძღვანელად რამაზ ბერიანიძე, ქარელის ორგანიზაციის ხელმძღვანელად კი გიორგი თოთლაძე აირჩიეს.
კასპის ორგანიზაციის ხელმძღვანელი რამაზ ბერიანიძე აცხადებს, რომ დღეიდანვე დაიწყება საზოგადოებასთან შეხვედრები, მოსახლეობის წინაშე არსებული პრობლემების გაცნობა.