დღეს, 22 იანვარს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის შენობაში, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი გიორგი თავართქილაძე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის პირველ პირებს და კომპანია "აჭარენერჯი 2007"-ის წარმომადგენლებს შეხვდება. შეხვედრაზე ოფიციალური პირები ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლების სიმონეთისა და ონტოფოს მიმდებარე ტერიტორიებზე ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობასა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის კომპენსაციების გადაცემასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ.
მასალის გამოყენების პირობები