აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ჩაქვიდან კვლავ ბათუმში აპირებს გადასვლას. როგორც დღეს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ავთანდილ ბერიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ამისათვის, შესაძლოა, ახალი შენობა აშენდეს.
"აჭარის უმაღლესი საბჭოს გადატანა დაბა ჩაქვში იყო შეცდომა და შესაძლებელია, დანაშაულიც კი. როგორც კი აგვირჩიეს უმაღლესი საბჭოს წევრებად, მაშინვე გამოვთქვით სურვილი და მზაობა, გადავსულიყავით სამუშაოდ ბათუმში. დავიწყეთ შესაბამისი შენობის მოძიება. თავიდან, გავამახვილეთ ყურადღება აჭარის მთავრობისთვის განკუთვნილ ახლად რესტავრირებულ შენობაზე, სადაც როგორც უმაღლესი საბჭო, ასევე მთავრობა უნდა განთავსებულიყო. დავათვალიერეთ შენობა და სავალალო მდგომარეობაა", - აღნიშნა ავთანდილ ბერიძემ.