საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ,,ქართული ოცნების" აქტივისტები ახლად არჩეული გამგებლის გიორგი ლოლაძის წინააღმდეგ გამოდიან და მის გადადგომას ითხოვენ. როგორც ადგილობრივები აცხადებენ კადრების დანიშვნა ნათესაური კავშირის საფუძველზე ხდება და გამგებელი დამოუკიდებლად გადაწყვეტილებას ვერ იღებს და სრულად ექვემდებარება დეპუტატ თინა ხიდაშელს.
,,გამეფებულია ნეპოტიზმი და კადრების დანიშვნა ხდება ნათესაური კავშირების საშუალებით. გიორგი ლოლაძე, ფაქტობრივად, მარიონეტია და სრულად ექვემდებარე მაჟორიტარ დეპუტატს თინა ხიდაშელს", _ განაცხადა ჟურნალისტებთან ,,ქართული ოცნების' საგარეჯოს ორგანიზაციის წევრმა მიხეილ ქვლივიძემ.
შეგახსენებთ, რომ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებლად გიორგი ლოლაძე 2012 წლის ნოემბერში დაინიშნა და მისი აქტიური მხარდამჭერი საგარეჯოს მაჟორიტარი თინა ხიდაშელი იყო.