ციხის კადრების ავტორი ვლადიმერ ბედუკაძე პრეზიდენტს გადადგომისკენ მოუწოდებს, _აღნიშნულის შესახებ ბედუკაძემ პრეზიდენტის რეზიდენციასთან განაცხადა, სადაც ,,ერთსულოვნების" მიერ ორგანიზებულ აქციას შეუერთდა.
,,მინდა მივმართო ჩვენს დაყრუებულ პრეზიდენტს გამოვიდეს და განაცხადოს გადადგომის შესახებ. დღეიდან ის მოქმედი პრეზიდენტი აღარ არის", -განაცხადა ბედუკაძემ და აღნიშნა, რომ ციხეში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ინფორმიერებული იყო სასჯელაღსრულების ყოფილი მინისტრი ხათუნა კალმახელიძე.
,,ბაჩოა ახალაია ციხეებში შედიოდა და პატიმრების წამებას ესწრებოდა, მათ შორის მეექვსე საპყრობილეში. ხათუნა კალმახელიძემ ყველაფერი კარგად იცოდა რა ხდებოდა ციხეებში ", _ განაცხადა ბედუკაძემ
შეგახსენებთ, რომ ციხის კადრების ავტორი ვლადიმერ ბედუკაძე საქართველოში 18 იანვარს დაბრუნდა. იგი სამართალდამცავებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკვეს. 19 იანვარს კი გაიმართა სასამართლო პროცესი და ბედუკაძე გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.