თემქაზე ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგადY70 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.
შემთხვევა მესამე მიკრორაიონში მოხდა. ვალოდია ჯანგოიანი ბინაში მარტო იმყოფებოდა. მისი ოჯახის წევრები საზღვარგარეთ ცხოვრობენ.
ჯანგოიანს მეზობლები ორი დღე ეძებდნენ, დღეს კი სამაშვებლო სამსახური გამოიძახეს. ბინაში შესულ მაშველებს მოხუცი უკვე გარდაცვლილი დახვდათ.
წინასწარი ინფორმაციით, ჯანგოიანი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა და გამათბობლის გამორთვა დაავიწყდა.