ხვალ, 15 თებერვალს, სახალხო დამცველი ბავშვის უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" სახალხო დამცველის აპარატიდან აცნობეს, შეხვედრა სახალხო დამცველის აპარატის ბავშვისა და ქალის უფლებათა დაცვის ცენტრის ორგანიზებით გაიმართება და მასზე ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ იქნება საუბარი.
შეხვედრის მიზანია, გაძლიერდეს ბავშვთა უფლებების სფეროში მოღვაწე ორგანიზაციებს შორის კოორდინაცია, ჩამოყალიბდეს ომბუდსმენსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის მომავალი თანამშრომლობის გეგმები.
შეხვედრა ევროპის საბჭოს პროექტის "სახალხო დამცველის ოფისის მხარდაჭერა" ფინანსური მხარდაჭერით გაიმართება.