საქართველოს გენერალთაA კლუბი მიესალმება ხელისუფლების გადაწყვეტილებას პოლიტპატიმრების განთავისუფლების შესახებ სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან და ულოცავს ყველა პოლიტპატიმარს თავისუფლებას. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" გენერალთა კლუბიდან აცნობეს, ისისნი აპროტესტებენ ტრისტან წითელაშვილის მოხსენიებას, როგორც გენერალი.
"განსაკუთრებულად გვინდა ავღნიშნოთ ყოფილი სამხედრო მოსამსახურეების განთავისუფლების საკითხი. ისინი სამშობლოს მეომრები არიან და წინა ხელისუფლების პირადი ამბიციების გამო აღმოჩნდნენ ციხეებში. ამასთან გვინდა ხაზი გავუსვათ იმას, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ქართულ მედიაში ტრიალებს ფრაზა პოლკოვნიკ ტრისტან წითელაშვილის წოდებასთან დაკავშირებით. იგი თავის თავს და მედიასაშუალებებიც მოიხსენიებენ, როგორც გენერალს. ამის გამო სამხედრო საზოგადოებაში გაჩნდა სამართლიანი უკმაყოფილების გრძნობა. გვინდა განვაცხადოთ, რომ ტრისტან წითელაშვილისთვის არც საქართველოს და არც სხვა რომელიმე ქვეყნის ხელისუფლებას არ მიუნიჭებია გენერლის წოდება. ხოლო რომელმე არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ მინიჭებული რანგი არ შეიძლება ჩაითვალოს ოფიციალურ წოდებად. ამიტომ გენერალთა კლუბი მიმართვას თხოვნით მედიასაშუალებებს ტრისტან წითელაშვილი მოიხსენიონ მისი ოფიციალური წოდებით- პოლკოვნიკი, რომელიც მას მიანიჭა საქართველოს ხელისუფლებამ. პოლკოვნიკის წოდება სამხედრო იერარქიაში უმაღლესი რანგია და მიუთითრებს მისი მატარებლის ღირსებასა და პროფესიონალიზმზე, ამიტომ სამხედროებისთვის გაუგებარია ზოგიერთი მაღალი რანგის ოფიცრის მხრიდან ასეთი ქმედებები, როდესაც დაუმსახურებელ წოდებებს ითვისებენ და მით უმეტეს გაუგებარია სახელმწიფოს ოფიციალური სტრუქტურების მხრიდან დუმილი", - ნათქვამია გენერალთა კლუბის განცხადებაში.