სომხური გზა, ვერ გამოდგება და ეწინააღმდეგება საქართველოს სახელმწიფოებრივ ინტერესებს , - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" გენერალოურმა მდივანმა ივანე ერაბიშვილმა. მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობამ და ქართველოომა ხალხმა გააკეთა არჩევანი 2008 წლის პლებისციტზე და გამოხატა საკუთარი მოსაზრება საქართველოს პრიორიტეტებსა და მომავალზე.
"ქართული სახელმწიფოს ინტერესებშია ნატოში გაწევრიანება და ევროპულ სტურქტურებში გაწევრიანება. ეს არის საქართველოს გადარჩენის, უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობის გადარჩენის ერთადერთი გზა. ჩემთვის მიუხედავად იმისა, რომ სომხეთი ჩვენი მეგობარი ქვეყანაა და მე პატივს ვცემ მათ არჩევანს, სომხური გზა, სომხეთის ურთიერთობა რუსეთთან და ნატოსთან მიმართებაში, ვერ გამოდგება და ეწინააღმდეგება საქართველოს სახელმწიფოებრივ ინტერესებს", - განაცხადა მერაბიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პრემეირ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ერევანში ვიზიტის დროს სომხეთის მაგალითზე ისაუბრა. ივანიშვილი მიიჩნევს რომ საქართველომ მაგალითი სომხეთისგან უნდა აიღოს რუსეთთან და ნატოსთან ურთიერთობის თვალსაზრისით.