„საქსტატის" ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, 2012 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 10220 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 11 პროცენტით მეტია. აქედან, ექსპორტი 2377 მლნ. აშშ დოლარი იყო (9 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი - 7842 მლნ. აშშ დოლარი (11 პროცენტით მეტი). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2012 წელს 5465 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 53 პროცენტი შეადგინა.