საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მუშების პროტესტთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებენ. სტუ-ის ადმინისტრაციულ კორპუსში მუშებმა სახელფასო დავალიანების გამო პროტესტი გამოთქვეს. როგორც მათ განაცხადეს, სტუ-ის პირველ კორპუსში ჩაატარეს სარემონტო სამუშაოები, მაგრამ ორი თვის ანაზღაურება დღემდე არ მიუღიათ.
როგორც სტუ-ის ადმინისტრაციაში აცხადებენ, უნივერსიტეტს არანაირი დავალიანება მუშების მიმართ არა აქვს. დავალიანება აქვს იმ სამშენებლო კომპანიას, რომელმაც შეასრულა აღნიშნული სამუშაო. კომპანიას სამუშაო უნდა დაესრულებინა 2012 წლის 20 დეკემბრამდე, რაც მან ვერ უზრუნველყო. მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდა მხოლოდ 2013 წლის 10 იანვარს. ხელშეკრულებით დადგენილია ანაზღაურების პირობები, რაც ითვალისწინებს მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 20 დღის ვადაში თანხის გადახდის ვალდებულებას. ვინაიდან მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდა 2013 წლის 10 იანვარს, თანხა გადახდილი იქნება არა უგვიანეს 30 იანვრისა.
"დაქირავებულ პესონალთან პასუხისმგებელი არის სამუშაოს შემსრულებელი კომპანია, რომელთანაც ტექნიკურ უნივერსიტეტს თანხა დროულად აქვს გადარიცხული. როგორც ჩანს, მათ თავად არ გადაუხდიათ თავიანთ მიერ დაქირავებული მუშებისთვის ხელფასი, რამაც მუშების უკმაყოფილება გამოიწვია. მუშებს პრეტენზიები უნდა ჰქონდეთ დამქირავებელი სამშენებლო კომპანიის და არა სტუ-ის მიმართ. რაც შეეხება სტუ-ს, უნდა ღინიშნოს, რომ ტექნიკური უნივერსიტეტს არანაირი დავალიანება კომპანიის მიმართ არ გააჩნია", - აცხადებენ ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში.