"პრემიერის ,,თავისუფლების" სომხურ რედაქციისთვის მიცემულმა ინტერვიუმ ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით, სერიოზული შეკითხვები გააჩნია", - განაცხადა ჟურნალისტებთთან საკანონმდებლო ორგანოში ,,ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი კანდელაკმა პრემიერის განცხადების კომენტირებისას.
კანდელაკი მაია ფანჯიკიძის საკანონმდებლო ორგანოში არ მისვლის ფაქტსაც გამოპეხმაურა და მას სამწუხარო უწოდა.
,,ჯერ კიდევ დილით ჩვენი ინფორმაციით, მოდიოდა პარლამენტში საგრეო საქმეთა მინისტრი და სამწუხაროა, რომ აღარ მოდის. ჩვენ და საზოგადოებას დაგროვილი გვქონდა სერიოზული კითხვები საგრეო პოლიტიკაში დაშვებულ შეცდომებთან დაკავშირებით, ლიტვაში მის უაღრესად არაკომპეტენტურ გამოსვლასთან დაკავშირებით. საერთოდ პრემიერის რადიო ,,თავისუფლების" სომხურ რედაქციისთვის მიცემულმა გუშინდელმა ინტერვიუმ გააჩნია სერიოუზული შეკითხვები ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით, სადაც პრემიერმა განაცხადა, რომ მას შურს სომხეთის ურთიერთობა ნატოსთან და სომხეთი ნატოსკენ არ ისწრაფვის. თუ ეს მიანიშნებს საქართველოს საგარეო პოლიტიკის კურსის ცვლილებას ეს სერიოზული სიახლეა", -განაცხადა კანდელაკმა.
შეგახსენებთ, რომ ფრაქცია ,,ნაციონალური მოძრაობა" საგარეო საქმეთა მინისტრს საკანონმდებლო ორგანოში დღეს ელოდებოდა. თუმცა როგორც სამინისტროს პრესსამსახურში განმართავენ მინისტრი დიდი ხნით დაგეგმილი ოფიციალური შეხვედრების გამო საკანონმდებლო ორგანოში მისვლას ვერ ახერხებს. ამასთან ,,ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილმა სომხეთში ვიზიტისას რადიო ,,თავისუფლებასთან " ინტერვიუში განაცხადა, რომ მას შურს სომხეთის ურთიერთობა ნატოსთან.