,,ჩვენთან ისედაც არსებობს სტანდარტი, რომ არ უნდა მოხდეს პირადი ცხოვრების შეურაცხმყოფელი მასალის გავრცელება", _განაცხადა პრეზიდენტის ინიციატივის კომენტირებისას სააგენტო ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში უფლებადამცველმა ლია მუხაშავრიამ და აღნიშნა, რომ სამწუხაროა, როცა პრეზიდენმა ამ სტანდარტის არსებობის შესახებ არ იცის.
,,საქართველოში პირადი ცხოვრების შეურაცხმყოფელი მასალის გავრცელების აკრძალვა ისედაც მოქმედებს , რადგან ჩვენ იმ სივრცეში ვართ სადაც კანონი მოქმედებს არასრულწლოვნებზე მავნე ზემოქმედების აკრძალვის შესახებ. გვაქვს კონსტიტუცია და მიერთებულ ვართ ყველა საერთაშორისო ხელშეკრულებებს, რომელიც საზოგადოების ზნეობას მორალს, პირადი და ოჯახურ ცხოვრებას იცავს და სახელმწიფოს ავალებს მის პატივისცემას. სამწუხაროა, რომ არსებული სტანდარტის შესახებ სააკაშვილმა მისი იურიდიული განათლებისა მიუხედავად არაფერი იცის. უბრალო, ჩვენი პრობლემაა, რომ პრაქტიკაში და საზოგადოების ცნობიერებაში დადგენილი ნორმები და სტანდარტები არ მუშაობს, რადგან ვისაც ეს ევალებოდა _ სასამართლოსა და საგამოძიებო ორგანოს აღნიშნულ საკითხებზე თავის დროზე არ რეაგირებდნენ როგორც საჭირო იყო", _განაცხადა სააგენტო ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში უფლებადამცველმა ლია მუხაშავრიამ და აღნიშნა, რომ პროკურატურამ სექსუალური უმცირესობის მქონე პირთა ვიდეომასალის გავრცელებით კანონი დაართვია.
,,ჩვენთან არსებობს სტანდარტი, რომ არ უნდა მოხდეს პირადი ცხოვრების შეურაცხმყოფელი მასალის გავრცელება, მაგრამ რომ ხდება და ხდებოდა ამისთვის დამნაშავეები უნდა დაისაჯონ და შესაბამისად საჭირო აღარ იქნება არც პრეზიდენტის ნიანგის ცრემლები და აღც აღშფოთებული საზოგადოება. პროკურატურამ ცოტა ხნის წინ, გავრცელებული ვიდეომასალის გამოქვეყნებით კანონი დაარღვია და ამისთვის უნდა დაისაჯონ და პასუხისმგებლობა დაეკისროს იმ პირებს ვინც ეს გააკეთა", _განაცხადა ლია მუხაშავრიამ.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტი გამოვიდა ინიციატივით, რომ აიკრძალოს პირადი ცხოვრების შეურაცხმყოფელი ვიდეომასალის გამოქვეყნება.