აღმაშენებლის ხეივანში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
დიდი სისწრაფით მოძრავი ავტომანქანა ბუნებრივი აირის ერთ-ერთ მილს დაეჯახა. ავტომანქანის მძღოლი არ დაშავებულა, თუმცა აღნიშნულის გამო გაზის მიწოდება შეუწყდა ადგილობრივ მოსახლეობას და ხეივანში მდებარე რამდენიმე მნიშვნელოვან ობიექტს, მათ შორის საპატრულო პოლიციას.
ბუნებრივი აირის დაზიანებული მილის შესაკეთებლად შემთხვევის ადგილზე "ყაზტრანსგაზის" საავარიო ბრიგადა უკვე მუშაობს.
აღმაშენებლის ხეივას გაზის მიწოდება სავარაუდოდ, რამდენიმე საათში აღუდგება.