აშშ-ს მთავრობამ, J.P.Morgan Securities-ი და Citigroup Global Markets-ი იმისთვის დაიქირავა, რომ General Motors-ში სახელმწიფო აქციების წილის გასხვისებაში დაეხმაროს. ამ დროისათვის აშშ-ს ფინანსთა სამინისტრო General Motors-ში 300 მლნ აქციას ფლობს. ჯერ კიდევ 2012 წლის დეკემბერში GM-მა 200 მლნ აქცია გამოისყიდა, რაშიც 5,5 მლრდ დოლარი გადაიხადა.
ბარაკ ობამას ადმინისტრაციას იმედი აქვს, რომ 2014 წლის დაწყებამდე GM-ს აქციების „მოშორებას" მოახერხებს.