წელს საცხოვრებელი ფართით 2500-ზე მეტი დევნილი ოჯახის დაკმაყოფილება იგეგმება, - ამის შესახებ ლტოლვილტა და განსახლების მინისტრმა დავით დარახველიძემ განაცხადა. მისი თქმით, 2013 წელს დაგეგმილია მშენებლობები, არსებული შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოები როგორც დასავლეთ საქართველოში, ისე თბილისის შემოგარენში.
"ამავდროულად, სამინისტრო ამთავრებს მუშაობას კრიტერიუმებზე, რის მიხედვითაც უნდა მოხდეს დევნილთა დაკმაყოფილება. შერჩევა სწორედ იმ კრიტერიუმების მიხედვით მოხდება, რომელიც სამინისტრომ საერთაშორისო დონორ ორგანისაციებთან ერთად შეიმუშავა. იქნება ქულების სისტემა, როგორც სოციალურად დაუცველის სტატუსის მინიჭებისას ხდება", - აცხადებს დარახველძე.