,,საქართველო-სომხეთს შორის ეკონომიკური საკითხების შესასწავლად სამუშაო ჯგუფი შეიქმნება", -გაანაცხადა სომხეთის პრემიერმა ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე და აღნიშნა, რომ არ არსებობს საკითხი, რომელიც არ გადაიჭრება.
,,ორი ხალხის ისტორიაში არ არსებობს საკითხი, რომელიც არ გადაიჭრება. ჩვენ ქვეყნებს შორის არსებობს დიდი პოტენციალი. იმისთვის რომ ერთობლივი ეკონომიკური განვითარება მოხდეს შეიქმნება ორმხრივი სამუშაო ჯგუფი, რომელიც ეკონომიკურ საკითხებზე იმუშავებს", _განაცხადა ტიგრან სარკსიანმა.