საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის სომხეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა სომეხ კოლეგასთან ვაჩე გაბრიელიანთან ერთად ხელი მოაწერა შეთანხმებას „საქართველოს მთავრობასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შოროს „სადახლო-ბაგრატაშენი," „სადახლო-აირუმი," „გუგუთი-გოგავანი" და „ნინოწმინდა-ბავრა" სახმელეთო გამშვები პუნქტების ერთობლივი გამოყენების შესახებ.
შეთანხმება ითვალისწინებს კომერციული ტვირთის საზღვრის კვეთასთან დაკავშირებული საბაჟო პროცედურების გამარტივებას და საბაჟო კონტროლის გაუმჯობესებას. შეთანხმებით გათვალისწინებულია საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკებს შორის ზოგადი დეკლარირებისთვის აუცილებელი ინფორმაციის ელექტრონულად წინასწარ გაცვლა, რაც შეამცირებს სავალდებულო საბაჟო კონტროლის ღონისძიებებს და ქვეყნების საბაჟოებისთვის განსხვავებული ინფორმაციის წარდგენის პრაქტიკას. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ამ შეთანხმებით არ იკრძალება საბაჟო კონტროლის განხორციელება. იმ შემთხვევში, როცა არსებობს ეჭვი, გასვლის ქვეყნის საბაჟოს შეუძლია გააკონტროლოს ტვირთი.
საქართველოსა და სომხეთს შორის საბაჟო-გამშვები პუნქტების ერთობლივი გამოყენება ხელს უწყობს ორი ქვეყნის საბაჟო-გამშვები პუნქტების ეფექტურ მართვას, სატრანსპორტო ნაკადის გაზრდას, ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ინტენსიფიკაციას.
მასალის გამოყენების პირობები