ყველაზე დინამიურად მზარდი მობილური ოპერატორი საქართველოში გრანდიოზული გათამაშების გამარჯვებულ აბონენტებს დააჯილდოებს.
გათამაშება 15 იანვარს გაიმართა და გამოვლინდა ბილაინის ყველაზე იღბლიანი ხუთი აბონენტი.
ბილაინის გრანდიოზული გათამაშების 3 გამარჯვებული გახდა ფულადი პრიზის 20 000 ლარი მფლობელი ხოლო გათამაშების 2 გამარჯვებული ავტომანქანა ტოიოტა პრადოს მფლობელი.
გათამაშებაში მონაწილეობის მიღება შეეძლოთ როგორც ბილაინის არსებულ, ასევე პორტირებულ აბონენტებს, უფასოდ.
გათამაშებაში მოხვდა ყველა ის აბონენტბი რომლებიც 25 ოქტომბრიდან 12 იანვრის ჩათვლით , დარეგისტრირდა ნომრის * 500 # -ის მეშვეობით .
აბონენტები ბალანსის სამი ლარით შევსების შემთხვევაში, ერთ ბილეთს იღებდნენ, ხოლო ბილაინის ქსელის პორტირების შემთხვევაში დამატებით ხუთ ბილეთს.
პრიზების გადაცემა, 18 იანვარს , 13.00 -ზე ბილაინის ცენტრალურ ოფისში ( რუსთაველის 14ა) გაიმართება.
"ბილაინი განაგრძობს აბონენტების წახალისებას და მათი სხვა და სხვა პრიზებით დაჯილდოებას. ბოლო გათამშებაში დაფიქსირდა რეკორდული მაჩვენებლების ბილეთები, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს ჩვენი ქსელის დინამიურ ზრდას.
გვიხარია, რომ განსაკუთრებით იაქტიურეს პორტირებულმა აბონენტებმა. შეგახსენებთ ,რომ ამ გათამაშებაში ხუთი გამარჯვებულიდან ორი იღბლიანი აბონენეტი პორტირებული აღმოჩდა"- აცხადებს "ბილაინის" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი თეონა ბაღდავაძე.