20 იანვარს, 18:00 საათზე, ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიის მცირე დარბაზში ქრისტეშობისადმი მიძღვნილი სიმღერა-გალობის კონცერტი გაიმართება. კონცერტში მონაწილეობენ: მგალობელ-მომღერალთა ანსამბლი "დიდგორი", კონსერვატორიის სტუდენტთა ფოლკლორული ანსამბლი, ფოლკლორული ანსამბლი "ელეონი", მგალობელ-მომღერალთა ანსამბლი "ნადი", გორის კულტურისა და სულიერი განათლების ცენტრთან არსებული მგალობელთა გუნდი, მგალობელთა გუნდი "აღსავალი", ქაშვეთის საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდი, რუსთავის წმ. ვახტანგ გორგასლის საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდი და ანსამბლი პატარა "კახი". დასწრება თავისუფალია.
მასალის გამოყენების პირობები