სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით კირვალიძე 17-20 იანვარს სამუშაო ვიზიტით გერმანიაში გაემგზავრა. 18 იანვარს იგეგმება ორმხრივი შეხვედრები გერმანიის, ჰოლანდიის, უნგრეთის, ლიტვისა და ესტონეთის სოფლის მეურნეობის მინისტრებთან და უკრაინის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილესთან, ხოლო 19 იანვარს მინისტერიალი გაიმართება. ვიზიტის ფარგლებში, დავით კირვალიძე მონაწილეობას მიიღებს სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების საერთაშორისო გამოფენში „მწვანე კვირეული", რომელიც 18 იანვარს ბერლინში იხსნება.
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის (GIZ) მხარდაჭერით გამოფენაში მონაწილეობას მიიღებენ ქართული კომპანიები: „ქინძმარაული", „ტიბაანელი", „ბადაგონი", „შატო მუხრანი", „ელკანა", „მილდიანი", „შუხმანი", GWS, "არომა პროდუქტი".