სურსათის ეროვნულმა სააგენტომ კახეთის რეგიონში ცოფის საწინააღმდეგო იძულებითი ვაქცინაცია დაიწყო. ლაგოდეხის სოფელ ქვემო ნაშოვარში 14 იანვარს ძაღლში დაფიქსირებული ცოფის 1 შემთხვევების გამო, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აიცრება 2000 სული მსხვილფეხა პირუტყვი და სხვა შინაური ცხოველი. იმუნიზაცია განხორციელდება დაავადების დაფიქსირების კერიდან 2 კილომერტის რადიუსით. ვეტერინარულ-სანიტარული ღონისძიებების ფარგლებში დაავადების კერაში დაწესდება ორთთვიანი კარანტინი, ჩატარდება სადეზინფექციო სამუშაოები, საკარანტინო ზედამზედველობის პერიოდის გასვლის შემდეგ შეზღუდვები მოიხსნება.
ვაქცინაცია სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის "ეპიზოოტიის საწინააღმდეგო ღონისძიების" ფარგლებში ხორციელდება.
ცოფი საშიში მწვავე ინფექციური დაავადებაა, რომელიც ხასიათდება ცენტრალური ნერვული სისტემის მძიმე დაზიანებით. დაავადებისგან თავდაცვის საუკეთესო საშუალებაა ცხოველების დროული ვაქცინაცია. სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, პროფილაქტიკის მიზნით გეგმიურად მოახდინოს საკუთარი შინაური ცხოველების ვაქცინაცია.