აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მიერ, გამოგზავნილ წერილს, რომელიც აჭარის უმაღლესი საბჭოს კომისიებისა და ფრაქციების წინადადებების საფუძველზე „ქ. ბათუმში სასწრაფოდ განსახორციელებელ ღონისძიებათა ჩამონათავლს" ეხება, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი კირთაძე პასუხობს.
კირთაძის განმარტებით, საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, პრობლემების სასწრაფოდ მოგვარების მოთხოვნა არაკომპეტენტურია, რადგან ინფრასტრუქტურული პროექტებიგრძელვადიანია, მას რამოდენიმე წელი და მარტივი გათვლებით მილიარდამდე ლარი სჭირდება, ხოლო წერილში ჩამოთვლილი რიგი საკითხები თვითმმართველობის კომპეტენციას სცილდება.
რაც შეეხება იმ პროექტებს, როემელსაც ქალაქის თვითმმართველობა უკვე დიდი ხანია ახორციელებს ამის შესახებ ინფორმაცია უმაღლეს საბჭოს უახლოეს დღეებში გადაეგზავნება.
მასალის გამოყენების პირობები