მადრიდისა და ოჰაიოს უნივერსიტეტის ფსიქოლგების მტკიცებით: არსებობს ცუდი ფიქრებისგან თავის დაღწევის მარტივი მეთოდი, კერძოდ: სუფთა ფურცელზე დაწერეთ თქვენი ცხოვრების უსიამოვნო მოვლენები,შემდეგ კი დახიეთ და გადაყარეთ. ნეგატიური ფიქრები დაგტოვებთ.
ექსპერიმენტის ჩატარების მიზნით ფსიქოლოგებმა რამდენიმე ასეული სტუდენტი და სკოლის მოსწავლე მოიწვია, რომელიც ორ ჯგუფში განაწილდა. მათ სთხოვეს საკუთარი აზრები ფურცელზე გადაეტანათ. ამასთან ერთი ჯგუფი ხeვდა ჩანაწერს, მეორე ინახავდა.
მეცნიერთა კვლევების თანახმად, ცუდი ინფორმაციის სავსე ფურცლების განადგურებით პირველი ჯგუფის წევრები მორალურ კმაყოფილებას განიცდიდნენ, ხოლო მეორე ჯგუფის წევრებს, რომლებიც ჩანაწერს ინახავდნენ არ ტოვებდა დარდიანი ფიქრები.
ექსპერტების აზრით, ემოციური მდგომარეობის სტაბილიზაცია სწრაფად ხორციელდებოდა, მაშინ როცა "როცა ხევდნენ და აგდებდნენ უარყოფითს".