პრეპარატ ტამოქსიფონის ყოველდღიური გამოყენების ორმაგი ზრდა(5-დან-10 წლამდე) ესტროგენდამოკიდებული ძუძუს კიბოთ დაავადებულ პაციენტებში ამცირებს სიკვდილიანობას და რეციდივების რისკს, განსაკუთრებით პრეპარატის მიღების გაუქმებიდან მომდევნო ათწლეულის განმავლობაში.
ესეთია იმ გრძელვადიანი კვლევის შედეგები,რომელიც საერთაშორისო მეცნიერთა ჯგუფის მიერ ჩატარდა.
ტამოქსიფონი- ქალის სასქესო ორგანოს ესტროგენის ანტაგონისტი. პრეპარატის მოქმედება ეფუძნება უნარს დაუკავშირდეს სიმსივნური უჯრედების ზედაპირზე არსებულ ჰორმონალურ რეცეპტორებს და აღკვეთოს მათი შეერთება ნატურალურ ესტროგენთან, რითაც აქვეითებს სიმსივნეზე ჰორმონის მასტიმულირებელ ეფექტს.
ტამოქსიფონი ჩვეულებრივ ენიშნება ქალებს მენოპაუზის დროს,რომლებმაც გადაიტანეს ესტროგენ დამოკიდებული ძუძუს კიბო, ასევე მათ ვინც ამ დაავადების მაღალ რისკ ჯგუფში იმყოფება დაავადების პრევენციისთვის.
მასალის გამოყენების პირობები