მსოფლიო ბანკის გათვლებით, 2013 წელს საქართველოს ეკონომიკა 5.1%-ით, 2014 წელს 5.4%-ით, ხოლო 2015 წელს 5,5%-ით გაიზრდება. აღნიშნული მაჩვენებლების შესახებ ბანკის მიერ მომზადებულ ანგარიშში Global Economy Prospects-შია საუბარი. ბანკის ექსპერტები მიიჩნევენ, რომ 2012 წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი, საბაზრო ფასებში 4,9%-ით გაიზარდა, რაც თავის მხრიც საქართველოს მთავრობის პროგნოზებს სრულად ეწინააღმდეგება, რადგანაც მთავარ დოკუმენტში - „ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2013-2016 წლებისათვის"- აღნიშნულია, რომ 2012 წელს რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის 7.0 პროცენტიანი ზრდა იქნება, რომელიც ნომინალურ გამოხატულებაში 26.5 მლრდ ლარს გადააჭარბებს. პროგნოზული გათვლებით, საშუალოვადიან პერიოდში (2013-2016 წლებში) მშპ-ის ზრდის საშუალო წლიური მაჩვენებელი კონსერვატული პროგნოზების მიხედვით 7 პროცენტის ფარგლებში იქნება.
მასალის გამოყენების პირობები