რეფერალური ჰოსპიტალის თანამშრომლებმა კლინიკის ეზოში აქცია გამართეს. თანამშრომლების განცხადებით, მათ შვიდი თვის ხელფასი არ აუღიათ.
რეფერალური ჰოსპიტალის თანამშრომლები სახელფასო დავალიანების გასტუმრებას ითხოვენ და აცხადებენ, რომ თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, საპროტესტო აქციის გამართვას უკვე ეკონომიკისა და ჯანდაცვის სამინისტროებთან აპირებენ.
აქციის მონაწილეების მოთხოვნებს ჰოსპიტლის გენერალურმა დირექტორმა
ჯუმბერ ბოლღაშვილმა უპასუხა და აღნიშნა, რომ ისიც ისეთივე მდგომარეობაშია, როგორც სხვა თანამშრომლები და მასაც აქვს სახელფასო დავალიანება.
მასალის გამოყენების პირობები