16 იანვარს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე გაიყიდა 10 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო სამმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 22 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 6.080 პროცენტით, მაქსიმალური 6.100 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 6.090 პროცენტით განისაზღვრა.
მასალის გამოყენების პირობები