ხვალ, 17 იანვარს 11 საათზე საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი ზაზა ჭელიძე მასმედიის წარმომადგენლებისათვის ბრიფინგს გამართავს. როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" "საქსტატიდან" აცნობეს, ბრიფინგზე წარმოდგენილი იქნება საქსტატის 2012 წლის საქმიანობის ანგარიში და სტატისტიკური ინფორმაციის გავრცელების ახალი IT პროგრამები.
მისამართი: თბილისი, საქსტატის თბილისის ოფისი, დადიანის ქ. N30, IV სართული.