ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ბედია ზვიადაურმა და გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა მერაბ ზვიადაურმა, რომლებიც ზურაბ ზვიადაურის ახლო ნათესავები არიან, გამგეობაში დაკავებული თანამდებობები დატოვეს.
ისინი სამსახურიდან წასვლის მიზეზად მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ასახელებენ.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ სხვადასხვა მედიასაშუალებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ახმეტის მუნიციპალიტეტში თანამდებობებს ჩინოვნიკები ნათესაური კავშირით იკავებდნენ.