დღეს, 16 იანვარს, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური საქართველოში აკრედიტირებულ ელჩებს შეხვდება.
როგორც სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენს" ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, 12:30 საათზე ნოდარ ხადური ისრაელის ელჩს, ხოლო 14:00 საათზე იტალიის ელჩს მიიღებს.
შეხვედრები ფინანსთა სამინისტროში გაიმართება.