11 იანვარს, ნინოწმინდის რაიონული პოლიციის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიების შედეგად, ნინოწმინდის რაიონის სოფელ ხანჩალში, საბრძოლო მასალის შეძენა-შენახვის ფაქტზე 2 პირი დააკავეს.
სამართალდამცველებმა, სოფელ ხანჩალში, დაკავებული ვარსოს ჩ.-ს საცხოვრებელ სახლთან მდებარე დამხმარე სათავსოს ჩხრეკისას, არარეგისტრირებული პისტოლეტი "KG-52" - ე.წ. „რაკეტნიცა" და საზენიტო დანიშნულების 216 ვაზნა ამოიღეს.
დაკავებული ჰამლეტ ჩ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას კი - უკანონოდ შენახული, 3005 მსხვილკალიბრიანი შაშხანის და 37 ცალი საზენიტო დანიშნულების ვაზნა ამოიღეს.
ორივე ფაქტზე საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა. გამოძიებას სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ნინოწმინდის რაიონული პოლიციის სამმართველო აწარმოებს.