2012 წლის დეკემბერში 2011 წლის დეკემბერთან შედარებით სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 2,4 პროცენტით გაიზარდა.
როგორც სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში განმარტავენ, აღნიშნულ პერიოდში მწარმოებელთა ფასების ინდექსი სატვირთო გადაზიდვებზე შემცირდა 0,5 პროცენტით, ხოლო მშენებლობისთვის შეძენილი მასალების ფასების ინდექსი - 1,0 პროცენტით.