ფინანსთა მინისტრი სამინისტროდან თანამშრომელთა მასობრივ დათხოვნას უარყოფს. ნოდარ ხადურის განმარტებით, მისი ბრძანებით უწყებაში სულ 2 ადამიანი განთავისუფლდა, ხოლო დანარჩენებმა განთავისუფლებაზე განცხადებები პირადად, საკუთარი სურვილით დაწესეს.
„ფინანსთა სამინისტროდან, მინისტრის გადაწყვეტილებით სულ ერთ ან ორი ადამიანი თუ განთავისუფლდა. დანარჩენებმა თავად დაწერეს განცხადებები. რაც შეეხება კონკურსის წესით დანიშვნას, თავისთავად ცხადია, რომ ეს მოკლე პერიოდში ვერ მოესწრებოდა. დღესაც გამოცხადდება, ორ ვაკანსიაზე კონკურსი. ზოგადად კანონის მოთხოვნათა საფუძველზე მოხდება ყველა თანამშრომლის დანიშვნა", - განმარტა ხადურმა.
შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროდან 180-მდე თანამშრომელი დაითხოვეს, ხოლო მათ ნაცვლად კი ახალმა გუნდმა ახალი თანამშრომლები მიიღეს.