,,ჩემთვის პირადად როგორც მოქალაქისთვის იმ ფაქტების, ვიდეოჩანაწერების ხილვა, სამწუხარო და შემაშფოთებელია", _განაცხადა ჟურნალისტებთან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ შს მინისტრმა პროკურატურის მიერ გავრცელებული ვიდეომასალის კომენტირებისას. როგორც ღარიბაშვილმა განმარტა მანკიერი მხარეები სისტემიდან აღმოიფხვრება.
,,ჩვენ კარგად გვახსოვს ციხის კადრები და, ზოგადად კარგად ვიცით რა ხდებოდა ქვეყანაში ბოლო დღეების განმავლობაში თუ რა მეთოდებით მუშაობდნენ სამართალდამცავი ორგანოები. ეს მეთოდები ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია და სწორედ ამ ბინძურ მეთოდებს ვებრძვით და ამ მანკიერ მხარეებს სისტემიდან აღმოვფხვრით", _ განაცხადა ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ გუშინ საღამოს ვიდეომასალა გაავრცელა. სამართალდამცველების ინფორმაციით, მეგის ქარდავას დავალებით პოლიციის დეპარტამენტის მაღალი თანამდებობის პირები აგროვებდნენ ინფორმაციას სექსუალურ უმცირესობას მიკუთვნილ მამაკაცებზე. ფარულად და უკანონოდ იღებდნენ მათი ცხოვრების პირადი ამსახველ ვიდეომასალას, რის შემდეგაც კომპრომაციის მუქარით მათ აშანტაჟებდნენ და აიძულებდნენ ფარულ თანამშრომლობას.