საქართველოში ბიზნესგარემო დღეს არის გაცილებით უკეთესი ვიდრე ოქტომბრამდე იყო, ამის შესახებ განცხადება დღეს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა, ტენდერში მონაწილე „ლიდერი" კომპანიების დახურვაზე, კომენტირებისას გააკეთა.
„ერთი რამ მინდა გითხრათ გულწრფელად. საქართველოში ბიზნესგარემო დღეს არის გაცილებით უკეთესი ვიდრე ოქტომბრამდე იყო. თუ კი კომპანიები დაიხურა და პრობლემები შეექმნათ ეს თავად ამ კომპანიების მენეჯმენტის ბრალია და ჯობია, რომ საკუთარ მენეჯმენტზე და საკუთარი ბიზნესის განვითარებაზე ეფიქრათ და არა სხვა რამეზე", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.
აღშანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ის კომპანიები, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს, სხვადასხვა ტენდერებში იმარჯვებდნენ, დღეს კრიზისში არიან. გავრცელებული ინფორმაციით, ზოგიერთი კომპანია გაკოტრდა კიდეც.