,,მაია ფანჯიკიძის განცხადება სომხეთში გაღიზიანებას გამოიწვევს", _განაცხადა საკანონმდებლო ორგანოში პარლამენტის საგრეო ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ მაია ფანჯიკიძის განცხადების კომენტირებისას და აღნიშნა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას პირადად არ გასცნობია.
,,თუ მართლაც გაკეთდა ასეთი განცხადება ის ცხადია სომხეთში გაღიზიანებას გამოიწევს, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ არასწორად ინტერპრეტაცია მოხდა ქალბატონ მაიას მიერ გაკეთებული განაცხადების", _განაცხადა ჯაფარიძემ.
შეგახსენებთ, რომ საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ყარაბაღის კონფლიქტის დალეგულირება მხოლოდ აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის სასარგებლოდ არის შესაძლებელი.