ირაკლი მენაღარიშვილი ახალი ხელისუფლების მიერ არჩეულ საგარეო კურსს პოზიტიურად აფასებს.
,,მთავრობის საგარეო კურსთან დაკავშირებით რაც შემიძლია ვთქვა ის არის, რომ რადიკალური ცვლილება ამ მიმართულებით არ მომხდარა, რაც ახალი ხელისუფლების მხრიდან სწორი გადაწყვეტილებაა", - განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ირაკლი მენაღარიშვილმა ახალი ხელისუფლების მიერ არჩეული საგარეო პოლიტიკური კურსის კომენტირებისას.
ირაკლი მენაღარიშვილი ბიძინა ივანიშვილის გუნდის მიერ არჩეულ საგარეო პოლიტიკურ ვექტორს პოზიტიურად აფასებს და აღნიშნავს, რომ არჩეული საგარეო კურსი საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის მნიშვნელოვანია.