ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი გავრცელებულ ინფორმაციას მისი საგარეო საქმეთა მინისტრად შესაძლო დანიშვნის შესახებ არ ადასტურებს. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში მენაღარიშვილმა განმარტა ასეთი შემოთავაზება არ ყოფილა.
,,ნაახალწლევს, ალბათ ვიღაცას საქმე შემოაკლდა და ფანტაზია ჩართო, -ეს ხუმრობით. რაც შეეხება სერიოზულად ასეთი შემოთავაზება ბუნებაში არ ყოფილა და მას არც პერსპექტივა აქვს", _განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ირაკლი მენაღარიშვილმა.
შეგახსენებთ, ვრცელდება ინფორმაცია ირაკლი მენაღარიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრად შესაძლო დანიშვნის შესახებ.