დღეს, 14 იანვარს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი გიორგი თავართქილაძე შუახევის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 33 ეკომიგრანტ ოჯახს ბინებს გადასცემენ.
დღესვე მთავრობის თავმჯდომარე ეკომიგრან ოჯახებს მემორანდუმებს დაურიგებს, რაც ბინების სიმბოლურ ფასად 1 ლარად გადაცემას ითვალისწინებს.
ოჯახები შუახევის მუნიციპალიტეტის ყოფილი საავადმყოფოს რეაბილიტირებულ შენობაში განთავსდებიან. აღნიშნული ოჯახები „აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების შემსწავლელმა სამთავრობო კომისიამ" შეარჩია. კომისიმ სტიქიის შედეგად დაზარალებული 50 ოჯახების მდგომარეობა 2012 წლის დეკემბერში შეისწავლა, მათგან შენობაში შესახლების რეკომენდაცია იმ 33 ოჯახს მიეცა, რომელთა საცხოვრებელი სახლები დანგრეულია და აღდგენას არ ექვემდებარება.
შუახევის მუნიციპალიტეტის ყოფილი შენობის რეაბილიტაცია გასული წლის მაისში დაიწყო. ამ ხნის განმავლობაში შენობა საცხოვრებელი ბინების მოსაწყობად გადაგეგმარდა, შეიცვალა კარ-ფანჯრები, ელექტრო და სანტექნიკის გაყვანილობა, ჩატარდა მოსაპირკეტებელი სამუშაობა, მოწესრიგდა ეზო და შენობასთან მისასვლელი გზა. შენობის რეაბილიტაციისთვის 120 ათასი ლარი აჭარის ფინასთა და ეკონომიკის სამინისტროს ბიუჯეტიდან გამიოყო. სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა შპს „ბათუმის სამშენებლო კომპანია"-მ განახორციელა.
აჭარის მთავრობა ეკომიგრანტებისთვის ყოფილი საავადმყოფოს რეაბლიტაციას ქედის მუნიციპალიტეტშიც ახორციელებს. აქ სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები უკვე დასრულებულია, ასევე ცნობილი იმ ოჯახების ვინაობა, რომელთა შესახლება უახლოეს პერიოდში მოხდება.