საქართველოს პრეზიდენტი ამნისტიის ფარგლებში რუსი ჯაშუშების გამოშვების ფაქტს ქვეყნის უსაფრთხოებისთვის საშიშად მიჩნევს. მიხეილ სააკაშვილმა ეს კომენტარი შიდა ქართლის ახალი გუბერნატორის ანდრო ბარნოვის მშობლების სახლში, კასპის რაიონის სოფელ ახალციხეში სტუმრობისას გააკეთა.
,,დღეს ახალმა მთავრობამ გამოუშვა რუსეთის ჯაშუშები კრილნიკოვი, გეორქიანი და რა ვიფიქრე - კარგი გაუშვი, გაუშვი პრინციპში თავმოყვარე ქვეყანა ამას არ აკეთებს. თუ მაინცდამაინც რაღაცის გაკეთება გინდა დაელაპარაკე და გაგვეცვალა ქართველებზე. რუსეთში დაკავებულები არიან ქართველები და იმავე მუხლებით არიან გასამართლებულები, რომლითაც ესენი საქართველოში იყვნენ. გათავისუფლებულ რუს ჯაშუშებზე უტყუარი მტკიცებულებეი იყო", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.