,,სააკაშვილი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ბოლომდე ჩაებღაუჭოს ხელისუფლებას", _ განაცხადა სააგენტო ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ,,დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ პრეზიდენტის გუშინდელი განცხადების კომენტირებისას და აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილსა და მის გუნდს ხელისუფლებაში დასაბრუნებლად არანაირი შანსი აღარ აქვს.
,,სააკაშვილი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ბოლომდე ჩაებღაუჭოს ხელისუფლებას და ამისთვის ის ქვეყნის გაყოფაზე, დაპირისპირებასა და ქვეყნის დანგრევაზეც წავა. Aაკვიატებული არაფერი მქონდა, როცა ვამბობდი, რომ სააკაშვილი ხელისუფლებას არ დათმობს ბოლომდე იბრძოლებს და შეიძლება ამისთვის ქვეყანა თავზე დაგვაქციოს. ჩემი სიტყვები ყოველდღიურად ჩანს, რომ სიმართლე იყო. სააკაშვილს ხელისუფლება არ დაუთმია, უბრალოდ, ძალაუფლება გაცილებით ნაკლები აქვს, თუმცა სააკაშვილი და ,,ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებაში ვერასოდეს დაბრუნდება, მაგრამ საქმის გაფუჭება შეუძლიათ, ამიტომ ფრთხილად უნდა ვიყოთ", _განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.